„Associated Press"-ს ცნობით, ეგვიპტის სანაპიროსთან, ოთხშაბათს გემის გადაბრუნების შედეგად დაღუპულ მიგრანტთა 162 ცხედარი აღმოაჩინეს.
გემზე კატასტროფის მომენტში 600-მდე მიგრანტი იმყოფებოდა.
პროვინცია ბუჰეირას მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, სამძებრო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ მაშველებმა უფრო მეტი ცხედარი აღმოაჩინონ.
გემი ოთხშაბათს, ხმელთაშუა ზღვაში, ეგვიპტის სანაპიროს სიახლოვეს ჩაიძირა. მასში იმყოფებოდნენ მიგრანტები სირიიდან, ეგვიპტიდან და სხვა აფრიკული ქვეყნებიდან.