არჩევნებში მონაწილეობის წესები და პროცედურები:
კენჭისყრა იმართება 08:00 საათიდან 20:00 საათამდე
კენჭისყრის შენობაში შესვლისას ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს წარუდგინეთ პირადობის მოწმობა (იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში აგრეთვე დევნილის მოწმობა) ან პასპორტი და გაიარეთ მასთან მარკირების შემოწმების პროცედურა;
თუ აღმოჩნდა, რომ გაქვთ მარკირება, არ მოგეცემათ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება
მარკირების შემოწმების პროცედურის გავლის შემდეგ მიდით სარეგისტრაციო მაგიდასთან და რეგისტრატორს წარუდგინეთ პირადობის მოწმობა (იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში აგრეთვე დევნილის მოწმობა) ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი;
გაიარეთ მარკირება;
მარკირებაზე უარის თქმის შემთხვევაში არ მოგეცემათ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება;
ამომრჩეველთა სიაში თქვენი გვარის გასწვრივ გააკეთეთ ხელმოწერა;
მიიღეთ რეგისტრატორისგან ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებული საარჩევნო ბიულეტენი;
კენჭისყრის კაბინაში შემოხაზეთ თქვენთვის სასურველი ერთი საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი (ყოველ საარჩევნო ბიულეტენში);
თუ დამოუკიდებლად არ შეგიძლიათ შეავსოთ საარჩევნო ბიულეტენი, უფლება გაქვთ, კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოთ ნებისმიერი პირი, გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა, დამკვირვებლისა;
თუ გაგიფუჭდათ საარჩევნო ბიულეტენი, მიმართეთ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გადაეცით გაფუჭებული და მოითხოვეთ ახალი საარჩევნო ბიულეტენი;
კენჭისყრის კაბინიდან გამოსვლის შემდეგ აიღეთ სპეციალური კონვერტი და დაკეცილი საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეთ მასში;
სპეციალური კონვერტი მოათავსეთ საარჩევნო ყუთში;
კენჭისყრაში მონაწილეობის შემდეგ, გთხოვთ, დატოვოთ საარჩევნო უბანი.