გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, აშშ და რუსეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენაზე ვერ შეთანხმდნენ.
„ჩვენ ვერ გამოვალთ და ვერ ვეტყვით მსოფლიოს, რომ შეთანხმებას მივაღწიეთ, თუ ეს ასე არ არის", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ.
შეხვედრაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან ერთად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ევროკავშირისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სირიის საკითხებში გაერო-ს სპეციალურმა წარმომადგენელის სტეფან დე მისტურას თქმით, ნიუ-იორკში გამართული მოლაპარაკებები „ხანგრძლივი, მტკივნეული და იმედგაცრუების მომტანი" იყო. დიპლომატის განმარტებით, უახლოესი საათები და დღეები მშვიდობიანი პროცესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
9 სექტემბრს, აშშ-სა და რუსეთს შორის სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული შეთანხმება, რომელიც ძალაში 12 სექტემბრიდან შევიდა, 19 სექტემბერს ჰუმანიტარულ ავტოკოლონაზე განხორციელებული თავდასხმით დაირღვა.