logo_geo
eng_logo
ირაკლი მეზურნიშვილი: ხელისუფლებამ სწორი ეკონომიკური კურსი აირჩია
- +

24 სექტემბერი. 2016. 11:02



„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კასპში ირაკლი მეზურნიშვილი გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში საქართველოს ეკონომიკურ კურსს აფასებს და ამბობს, რომ ხელისუფლებას ამ მიმართულებით სწორი გზა აქვს არჩეული.


„ხელისუფლებამ სწორი ეკონომიკური კურსი აირჩია - უარი ვთქვით საგარეო ვალის გაზრდაზე. შეგვეძლო, უსასრულოდ აგვეღო საგარეო ვალი. ასე იქცეოდა წინა ხელისუფლება, მაგრამ რამდენიმე წლის მერე კატასტროფულ შედეგებს მივიღებდით. დღევანდელი ხელისუფლების მიზანი კი ისაა, საქართველო ძლიერ სახელმწიფოდ შედგეს. კარგი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გვაქვს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2016 წელს 3%-იანი, 2017 წელს 4.5%-იანი, 2018 წელს კი, 5%-იანი ზრდა გველის. სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, წნეხისგან ბიზნესის გათავისუფლება, კომფორტული საინვესტიციო გარემოს შექმნა... ბევრი ფაქტორი შემიძლია ჩამოვთვალო, რის გამოც „ქართული ოცნების" გუნდის წევრობა და ჩემ მშობლიურ კასპში, მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის ბრძოლა გადავწყვიტე. კონტაქტები მაქვს მსოფლიოს მასშტაბით - უკვე 2 წელია, ერთ-ერთი სატელევიზიო პროექტისთვის, მსოფლიოს ცნობილ ტოპმენეჯერებთან ვწერ ინტერვიუებს. უკვე ჩავწერე ინტერვიუ მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან, ნიუ-იორკის სარეზერვო ბანკის საპატიო პრეზიდენტთან. ვმონაწილეობდი მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრებაზე ვაშინგტონში. მაქვს კავშირები ევროპასა და ამერიკაში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. მინდა, ჩემი გამოცდილება და კავშირები ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოვიყენო", - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner