logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე „რუსთავი 2“-ზე: ტელევიზია რომ გქვია, ამის გაკეთების უფლება არ გაქვს
- +

24 სექტემბერი. 2016. 11:04



ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ „ვერსიასთან" საუბარში რამდენიმე დღის წინ „რუსთავი 2"-ის ეთერში მომხდარ ფაქტს ეხმიანება, როცა აღნიშნულმა ტელეკომპანიამ ოთარ დანელიას სარეკლამო ჭრის დროს გაკეთებული განცხადება გაასაჯაროვა. არეშიძის თქმით, ტელეკომპანიამ ასეთი რამ არ უნდა იკადროს, მითუმეტეს წინასაარჩევნოდ.

 

„ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ რეიტინგში იმარჯვებდა სხვა პარტია და ამიტომაც გათიშეს... „რუსთავი 2"-ს სხვა შემთხვევაში რატომ არ ექმნება მსგავსი ხარვეზები? - ამიტომ შეიქმნა ასეთი შთაბეჭდილება, თორემ შეიძლება მართლა ტექნიკური ხარვეზი იყო. ასე შესაძლოა ანძაც გაითიშოს, მაგრამ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს შემთხვევითობა არ დაიჯერა.

 

ეს ტელევიზიის ხელმძღვანელობის აბსოლუტურად ამორალური საქციელია... მსგავსი რამ ტელევიზიის ხელმძღვანელობამ არ უნდა იკადროს.

 

ნიკა გვარამია ამ საქციელით თავის ბიოგრაფიას გვახსენებს, როცა ფარულ ჩანაწერებზე დაყრდნობით ხდებოდა ადამიანების ბიოგრაფიის შეფასება და მათი ციხეში გაშვება თუ დისკრედიტაცია. ამ ჩანაწერზეც პირველი ეს გავიფიქრე - ნიკა გვარამიამ თავისი საქმიანობა გააგრძელა.

 

ტელევიზიის მუშაობისას მსგავსი ჩანაწერები შეიძლება შემთხვევით შეიქმნას, მიკროფონმაც ჩაიწეროს, კამერამაც... მაგრამ არჩევნების პერიოდში ასეთი ჩანაწერის გასაჯაროება აბსოლუტურად ამორალური საქციელია. ვინმეს თუ ჰგონია, მე მსგავსი შემთხვევები არ მქონდა, ძალიან ცდება - ჩვენც იმავე რეჟიმში ვმუშაობდით და ჩაგვვარდნია მსგავსი ჩანაწერი, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ჩვენ ის უნდა გამოგვეფინა - არსებობს შინაგანი ცენზურა, არსებობს მორალური მხარე, მით უმეტეს, არჩევნებია და ამ გზით ზემოქმედებ ელექტორატზე, ტელევიზია რომ გქვია, ამის გაკეთების უფლება არ გაქვს", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner