თბილისის მეტროპოლიტენის ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე გარკვეული დროით მატარებლების მოძრაობა შეჩერებული იყო.
დღეს, 08:55 საათზე, მეტროსადგურში „ნაძალადევი" ერთი მოძრავი შემადგენლობა დაზიანდა, რის გამოც საჭირო გახდა ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე მატარებლების მოძრაობის შეჩერება.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" აცხადებენ, რომ „ნაძალადევიდან" დაზიანებული მოძრავი საშუალების გადაყვანა გახდა საჭირო, რის შემდეგაც 09:30 საათზე ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე მოძრაობა აღდგა.