გთავაზობთ თსუ-ს სტუდენტ ელისაბედ გეგენავას facebook-სტატუსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით:
„2005-2006 წლებში, დიდი კამპანია იყო დაწყებული - დავიცვათ უნივერსტეტი. მაშინ 10 წლის ვიყავი და ვერ ვხვდებოდი ჩემს სახლში რატომ იყო ასეთი ალიაქოთი. მახსოვს, პროფესორების გაწამებული სახეები და ფიზიკოსების გლოვა, იმიტომ რომ უნივერსტეტიდან ძვირფასი სახელმძღვანელოები (ფიზიკის, ამ შემთხვევაში) ისე გადაყარეს, სიტყვა არ უთქვამს არავის. (ხუბუას ცნობილი მოვლენები, ფიზიკოსები რომ არ სჭირდება ქვეყანას)
მაშინ პირველად ვკითხე მამას - რა ხდებოდა. მკითხა, თუ მინდოდა ოდესმე უნივერსტეტში მესწავლა და დავეთანხმე. მაშინ კარგად არ მესმოდა რას ნიშნავდა თსუ, თუმცა გუმანით ვხვდებოდი, რომ რაღაც კარგს და ღირებულს ემუქრებოდა საფრთხე.
იმის მერე მუდმივად მაქვს განცდა, რომ ჩვენი დასაცავია, ჩვენი მოსავლელია და არ შემიძლია მშვიდად ვუყურო იმას, როგორ კვდება ერთ-ერთი უდიდესი ისტორიის მქონე საგანმანათლებლო სივრცე; თანაც იმიტომ, რომ ერთ დროს სადღაც ზემოთ გადაწყვიტეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტი არ არის საჭიროო და ყველაფერი აკადრეს. გამოუვიდათ კიდეც.
მეორე დღეა ვუყურებ იმ შედეგებს რაც მაშინდელმა სახელმწიფო პოლიტიკამ მოიტანა. უნივერსტეტს სტუდენტები ვანადგურებთ!", - წერს ელისაბედ გეგენავა.