logo_geo
eng_logo
კონკურენციის სააგენტომ iplus-ის, istyle-სა და apply city-ის წინააღმდეგ საქმის მოკვლევა დაიწყო
- +

24 სექტემბერი. 2016. 11:17



კონკურენციის სააგენტომ iplus-ის, istyle-სა და apply city-ის წინააღმდეგ საქმის მოკვლევა დაიწყო.



კონკურენციის სააგენტოს „facebook"-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კონკურენციის სააგენტომ დასაშვებად ცნო შპს „აიტექნიკის" საჩივრი და აღნიშნული 3 კომპანიის წინააღმდეგ „კონკურენციის შესახებ" კანონის მე-7 (კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმება) და მე-113 (არაკეთილსინდისიერი კონკურენცია) მუხლების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. „აიტექნიკი" კონკურენტი ბაზრის სამ მოთამაშეს კარტელურ გარიგებაში ადანაშაულებს.



„iTechnic"-ის ადვოკატის განცხადებით, კომპანიები „აიფონისა" და „ეფლის" სხვა პროდუქციის ფასებს ქართულ ბაზარზე შეთანხმებულად, ხელოვნურად ადგენენ.



მისივე თქმით, კონკურენციის სააგენტოს სამი თვე აქვს იმისთვის, რათა დაადგინოს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს „iTechnic" -ის საჩივარი და უწევთ თუ არა „აიფონის" ქართველ მომხმარებლებს პროდუქციაში იმაზე მეტის გადახდა, ვიდრე სინამდვილეში ღირს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner