სკრინინგ პროგრამა განსაკუთრებით მძიმედ აისახა ქალ პატიმრებზე, სანდრას „სიკვდილის" სკრინინგ ავტომანქანები ქალთა კოლონიას ხშირად სტუმრობდნენ.
რომელიმე პატიმრისთვის მკურნალობის კურსის ჩატარების შესახებ არ მსმენია.
სამაგიეროდ ერთნაირი დიაგნოზით - კიბო. კიბოს საწყისი ეტაპით პატიმარი ქალბატონების უმრავლესობას სასწრაფო წესით მიაქანებდნენ საოპერაციოდ და აჭრიდნენ საშვილოსნოს დანამატებთან ერთად.
როცა აღნიშნულმა პროცესმა მასიური ხასიათი მიიღო, პატიმარმა ქალებმა დიაგნოზების შედარების შემდგომ აღმოაჩინეს, რომ ყველას ერთი უბედურება სჭირდა. რასაკვირველია, გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩატარებული ოპერაციებით სერიოზული თანხა მიედინებოდა ვიღაცის ყულაბაში, თუმცა მაინცდამაინც საშვილოსნოებით და საკვერცხეებით რომელ გველეშაპს კვებავდა სანდრა, დღემდე გაურკვეველია...
პატიმარი ქალები სანამ აღნიშნულ საკითხზე ფიქრობდნენ, გველეშაპმა ყაურმა მოინდომა და ფილტვის ოპერაციების სერიაც დაიწყო... (აღნიშნულ საკითხსაც შევეხები)
ჯანდაცვაში დიდძალი საგრანტო დაფინანსებები შემოდიოდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციებიდან, „გლობალ ფონდიდან", „იუესაიდიდან" და ა. შ. ამ დაფინანსებებზე მაშინ ვერავის მიუწვდებოდა ხელი სანდრა რულოვსის ჩაურევლად. რაც უნდა გენიალური აზრი ან ინიციატივა ჰქონოდა ადამიანს, ჯანდაცვაში, გამორიცხული იყო გრანტი მიეღო, თუ იგი სანდრას ინტერესებშიც არ შედიოდა. მის გარშემო მყოფი არასამთავრობოები სისტემატურად ღებულობდნენ გრანტებს, არადა ფაქტი ის იყო, რომ ჯანდაცვაში საქმე უკან მიდიოდა და არა წინ.
სხვათა შორის, ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, სანდრას ფავორიტს, სანდრო კვიტაშვილს და რამდენიმე პიროვნებასაც ჰქონდათ არასამთავრობო, რომელიც გრანტით ფინანსდებოდა. ეს არასამთავრობო გრანტებს უწყვეტად ღებულობდა, მაგრამ სინამდვილეში რას აკეთებდა, ან საერთოდ აკეთებდა თუ არა რამეს, ესეც არავინ იცოდა. ერთადერთი მაღალჩინოსანი ვინც ნაციონალების დროს, ამ სამინისტროდან ციხეში წავიდა, კოკა ფრუიძე იყო და მისი დაპატიმრების ერთ-ერთ რეალურ ვერსიად, სწორედ სანდრასთან მის უთანხმოებას ასახელებდნენ. სანდრას ინტერესები საავადმყოფოების პრივატიზაციის პროცესებშიც იდო და მათი ინტერესებიც ამ დროს გადაკვეთილა.
მართალია ფრუიძე სრულიად სხვა ფაქტის გამო დააპატიმრეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩაუსაფრდნენ და.. „100 საავადმყოფოს" პროექტთან დაკავშირებული სამართლიანობის აღდგენის პროცესი ამბობენ, დღემდე არ დაწყებულა. ამის გარკვევას თუ ოდესმე ვინმე დაიწყებს, იქ აუცილებლად ამოვარდება „ქველმოქმედი" ექსლედის ინტერესები, მაგრამ სააკაშვილი ისეთ გონორზეა და ეს ხელისუფლებაც იმდენს აბედინებს, არა მგონია ეს რომ მოხდეს.
„ტუბერკულოზის პროგრამაც" ხომ სანდრას სახელს უკავშირდებოდა. იგი საერთაშორისო ორგანიზაციაში ტუბერკულოზის პროგრამის წარმომადგენელი გახლდათ. საქართველოში ტუბერკულოზის მართვა რომ არ ხდებოდა ეგეც თვალნათელი იყო, რადგან ციხეებშიც და გარეთაც ტუბერკულოზი მძვინვარებდა და მისი პროფილაქტიკა და აღრიცხვა არ ხდებოდა.
ტუბერკულოზის ცენტრის გარემონტება დაავადებასთან ბრძოლის ერთი პატარა სეგმენტი იყო და მთავარი დანარჩენი გახლდათ. ისინი აცხადებდნენ, რომ ტუბერკულოზს ვერ, ან არ მართავდნენ, რადგან ის ატიპური ფორმები განვითარდა. ეს კი გამოიწვია არასწორმა მკურნალობამ და თანმხლებმა დაავადებებმა, რომელიც პროგრამის არასწორი მართვის შედეგი იყო. საქმე იმაში გახლდათ, რომ ატიპური ფორმების გამოვლენის დროს ტუბერკულოზის მკურნალობა უფასო აღარ იყო და დიახაც რომ აქ იყო „ძაღლის თავიც დამარხული", ანუ ყველაფრისგან ფული კეთდებოდა ხალხის გაუბედურების ხარჯზე და ამას ყველა კადრულობდა, მათ შორის, პირველი ლედიც. თუ ამ საქმეების გამოძიება და სიმართლის გარკვევა შეუძლებელია, ხელისუფლებამ ის მაინც გააკეთოს, რომ ასეთ ადამიანებს კიდევ არ აყრევინოს ხალხისთვის თვალში ნაცარი. ბოლოს და ბოლოს ამ თემებზე ლაპარაკით მაინც.
სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშის მიხედვით, ციხეებში პატიმართა სიკვდილიანობა, 2009 წელთან შედარებით, 50%-ით იყო გაზრდილი. სახალხო დამცველის ინფორმაციით, გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობამ 2010 წელს 142 შეადგინა, როდესაც ეს მაჩვენებელი 2009 წელს 100-ზე ქვემოთ იყო.
სახალხო დამცველი პატიმართა გარდაცვალების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად ტუბერკულიოზს ასახელებდა, ასევე გულსისხლძარღვთა და სხვადასხვა ინფექციურ დაავადებებს, მათ შორის ძალიან ბევრი გარდაცვლილ პატიმარს ტუბერკულიოზის გარდა C ჰეპატიტი აღენიშნებოდა; ეს გაკვეთის შედეგებმა დაადასტურა.
გიორგი ტუღუშის განცხადებით, ტუბერკულიოზთან დაკავშირებული პრობლემა გაღრმავდა, არათუ მოგვარდა. (სწორედ აღნიშნულ პერიოდში შემოაქვს სანდრას დოც და დოც+პროგრამა), ასევე 2010 წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა "სიკვდილის ექსპორტს" - როდესაც ფაქტიურად გარდაცვლილი პატიმრები სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გაჰყავდათ.
ძალიან ბევრი პატიმარი, რომელიც გაიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ან პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან, შეიძლება გზაში არ გარდაიცვალა, მაგრამ მაქსიმუმ ორი დღე იცოცხლა სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში. ეს მონაცემები დეტალურადაა ანგარიშში. იმავე ანგარიშში არაერთი სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლის გვარი და სახელია მითითებული, რომლებიც შემჩნეული იყვნენ პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობაში.
ფილმი „ჰეროკრატია" მეორე ნაწილი, ციხის ექიმის და ნაწამები პატიმრის შეხვედრით მთავრდება. ექიმი ნაწამები პაციენტის დაზიანებებს თვალნათლივ ხედავს, მაგრამ ფორმა 100-ში არ უფიქსირებს, სამაგიეროდ ეუბნება, რომ „ტუბი" სინამდვილეში არა აქვს, მაგრამ სპეცზონაში უშვებს იმ იმედით, რომ იქ „აიკიდებს" .
სანდრას „ბიზნესს" ნაცხროვა „ნედლეულით" დიდი მონდომებით ამარაგებდა. აღნიშნულ პერიოდში პატიმრების რაოდენობა 25 000-ზე მეტი იყო, აქედან 3 000 ქალი...
საქართველოს და ქართველების „სიყვარულით" დამდნარი წყვდიადის დედოფალი სანდრა 2010 წელს, როცა პატიმრების რაოდენობამ და მათმა სიკვდილიანობის ციფრმა პიკს მიაღწია, ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება და გზად პოლონეთში შეივლის (საინტერესოა, ვის და რის ხარჯზე მოგზაურობდა განუწვეტლივ), ჯანდაცვის საკითხებზე საქართველო-ამერიკის ორმხრივ კონფერენციას დაესწრება, რომელიც საქართველოს პირველი ლედის თავმჯდომარეობით გაიმართა. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ 2011 წელს ქალთა რუსთავის მეხუთე დაწესებულებას ხათუნა კალმახელიძე სტუმრობდა „ბანდასთან" ერთად. იმ დღეს მინისტრს დაბადების დღე ჰქონია და „დაღლილი" ხათუნა პარიზში „გაუტაცებია" პრეზიდენტს. იქ როგორ მიულოცავდა დაბადების დღეს დაქანცულ მინისტრს, ვინ იცის...
მე სარწმუნო წყაროდან გავიგე ეს „სათუთი" ამბავი, რომელსაც სანდრაც აუცილებლად გაიგებდა, თუმცა ნაკლებად შეიმჩნევდა. ჯაშუშობა ხომ დიდ მსხვერპლს მოითხოვს... ასე რომ, ჯანდაცვის საკითხებს საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზეც წლების განმავლობაში ექთანი გვიწყვიტავდა, ექთანი, რომელსაც ქმარი ნაცელიტის მახინჯმანებს ლამის თავზე „იმასშვებოდა"...
2010 წლიდან 2012 წლამდე კარგად მომზადდა ნიადაგი სასჯელაღსრულების სისტემაში „ტუბის" ახალი პროგრამით პატიმრების დასაჩმორებლად და დიდი თანხების გასათეთრებლად. ქონდა თუ არა პატიმრებს ტუბი მაინც აღრიცხავდნენ, რათა „დოცი " და „დოც+" პროგრამა წარმატებით შემოსულიყო ჩვენს ქვეყანაში სანდრას პატრონაჟით და ადამიანების გვამებზე და ძვლებზე სიარულით ათეულობით მილიონით შეევსო „ოჯახის" ყულაბა.
ცნობილია, რომ ტუბერკულოზის დაავადების საშიშროება იზრდება მაშინ, როდესაც იმუნიტეტი დასუსტებულია არასრულფასოვანი კვებით, სტრესებით, ქრონიკული დაავადებებით. ამიტომ ტუბერკულოზისგან დამცველი ძალების გასაძლიერებლად საჭიროა პირადი ჰიგიენის დაცვა, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი საკვები, რეგულარული ფიზიკური დატვირთვა და ასე შემდეგ ასე, რომ ციხე და კოლონია ტუბერკულიოზის გასავრცელებლად და „სახეიროდ" შესაფერისი ადგილი გახლდათ. 2012 წლის მაისში მედიის საშუალებით" პიკასო ფერებში" გავრცელდა ინფორმაცია თუ როგორ გახსნეს საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა ელისაბედ რულოვსმა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ახალი კორპუსი, სადაც თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი კლინიკა ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმის მქონე პაციენტებს მოემსახურებოდა.სიამაყით განაცხადეს, რომ ცენტრი ყველა იმ სტანდარტს აკმაყოფილებდა, რაც აუცილებელი იყო გადამდები დაავადებების გავრცელების შემცირებისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. 97-საწოლიანი საავადმყოფო დაკომპლექტებული მაღალკვალიფიციური პერსონალით, რომელთაც ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმის მკურნალობაში სპეციალური გადამზადება გაიარეს.
ასევე სიამაყით განაცხადეს, რომ საქართველოში რეზისტენტული ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამა ფუნქციონირებდა, რომლის ფარგლებშიც, დაავადების დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობა ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში პაციენტები უფასოდ ისარგებლებდნენ მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით.
და ყველაზე საინტერესო - ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის შენობის რეკონსტრუქცია „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია - აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მხარდაჭერით დაფინანსდა.
ტუბერკულოზით დაავადებების სტატისტიკამ ციხეებში სანდრას გააქტიურების შემდეგ მოიმატა.
2010-895 შემთხვევა.
2011-800-შემთხვევა.
2012 წელს 457 შემთხვევა და აღნიშნულ ორ წელიწადში 284 დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმარი. რამდენს სიკვდილის წინა დღეს ან რამდენიმე საათით ადრე უშვებდნენ, რომ მიცვალებული ნაკლებად „დაწეროდათ".
„მაღალკვალიფიციურ პერსონალს" რომ გესტაპოს სკოლა გაატარეს, ფაქტია. მეც კარგად მახსოვს და მამაკაც პატიმრებსაც ემახსოვრებათ „მაღალკვალიფიციური პერსონალი" თინა მახარაძე - კოორდინატორი „ტუბიდან" რომელიც #6 დაწესებულებაში, დამწყვდეულ საკანში პატიმრებს „დოც+" ფარგლებში ქიმიოთერაპიით „მკურნალობდა".
წარმოუდგენელია ქიმიოთერაპიით მიყენებული ტკივილების აღწერა, უჰაერობაში, შესაბამისი კვების და ყურადღების გარეშე, გაუსაძლისი ტკივილით. სანდრას ექსპერიმენტს ციხე კოლონიაში თინა მახარაძე კურირებდა.
„მე პირადად მქონდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჰქონდათ მცდელობა ჩემი ინფიცირების. თუმცა ჯანმრთელი ორგანიზმის წყალობით გადავრჩი."
მაშინდელი სამედიცინო დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ასათიანი დაწესებულების დირექტორის კაბინეტში მარწმუნებდა რომ იქსდეარით ვიყავი ინფიცირებული არსებობდა ეპიდემიის საფრთხე და საჭირო იყო ჩემი იზოლაცია და სტაციონარში კვლევის გაგრძელება. მაშინ გამიჭირდა დამეჯერებია, რომ ადამიანები ვინც მიშას და სანდრას გვერდით იდგნენ მხოლოდ ცოფიანი მხეცის ინსტიქტით მოქმედებდნენ.
„გამივრცელეს დეზინფორმაცია, რომ ჩემი დაავადება დაფრინავდა, რომ მქონდა ფილტვზე კიბო და რამდენიმე დღის სიცოცხლე მქონდა დარჩენილი. ძნელია, ადამიანმა წარმოიდგინოს, ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ რა ემართება პატიმარს, ჯერ ერთი, აღარც თავისუფლება უნდა, რადგან ოჯახის წევრები არ დააინფიციროს, ყოველდღიური ქიმიოთერაპიით დაუძლურებლ სხეულს, სულიც გათიშული აქვს და მისთვის ყველაფერი სულერთია იმ გაუსაძლისი ტკივილის გაყუჩების გარდა, რომელსაც წყვდიადის დედოფალი დატრეინინგებულ ვამპირების დახმარებით ექსპერიმენტების, გამდიდრების და მხეცური ჟინის დასაკმაყოფილებლად გაყენებს...
მოკლედ, მყისიერად აღმოვჩნდი სანდრას გახსნილ ნაქებ საავადმყოფოში, სადაც პატიმრებისთვის სამი საკანი ყოფილ მორგის შენობაში იყო განთავსებული. იქ, კიდევ ერთმა დატრეინინგებულმა ექიმმა, გვარად (ერისთავმა) მომახსენა, რომ დაავადება, რომელიც მე მჭირდა, არ იკურნებოდა, შეიძლება ექვსი თვე მეცოცხლა, ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლებიც.
თუმცა სამი წელი უპირობოდ უნდა მიმეღო ქიმიური პრეპარატები. მითხრა რომ ფილტვები უკვე დაშლის ფაზაში მქონდა...
უფლებადამცველმა სალომე აბულაძემ საავადმყოფოში გადაყვანიდან მეორე დღესვე მომაკითხა და კატეგორიულად მოითხოვა თოდუას კლინიკაში ჩემი გაყვანა და მაგნიტორეზონანსული კვლევის ჩატარება, დიდი ბრძოლის შემდეგ გამიყვანეს და დასკვნაში „ინატრე ფილტვი" ჩამიწერეს. „ოპერაცია ფილტვის" შესახებ წერდა „ასავალ-დასავალიდან" ზაზა დავითაია. ასევე ჩაერთნენ ჩემი მეგობრები და ფილტვის ოპერაციის იძულებით გაკეთება ვეღარ გაბედეს (ვისაც გაუკეთეს, დღეს ცოცხალი აღარ არის). თუმცა რუსთავში დამახვედრეს სპეციალურად ჩემთვის აშენებული ციხე - ციხეში. რომლის „დიზაინიც" მისვლისთანავე დავწვი და დავლეწე.
ამიტომ ზამთრის გატარებამ ნახევრად დახურულ კარში მომიწია. ერთი თვის შემდეგ უარი განვაცხადე ქიმიური პრეპარატების მიღებაზე, რადგან თერმომეტრზე ტემპერატურა 34 ქვემოთ მიფიქსირდებოდა და აგვისტოში - ვიყინებოდი. წნევა 45/30 ზეც მქონია და ვერაფრით მირეგულირებდნენ. ერთ-ერთმა ექიმმა მირჩია, აღარ მიმეღო ქიმიური პრეპარატები, რადგან არაფერი მჭირდა და მიზეზი რატომაც მომიგონეს, აღნიშნული დაავადება მე უნდა მცოდნოდა..
თინა მახარაძემ გააპროტესტა ჩემს მიერ პროგრამის მიტოვება. „დოც+" 55000 ევროთი ფინანსდება (ანუ მაგ თანხას თითო ადამიანზე თვლიდა) და დამემუქრა, ორ თვეში, მკურნალობის იძულების წესით კანონს მიიღებენო და მაშინ კი ვასროლინე კუდით ქვა და ხურდად ფსიქიატრს ყოველ კვირას მიგზავნიდა, არადა, მათ მიერ დოზის გადამეტებით დანიშნული პრეპარატის ანოტაციაში ფატალურ სავარაუდო შედეგთან ერთად ხანგრძლივი დროით ცენტრალური ნერვიული სისტემის დეზორგანიზებაც იყო ნახსენები (ციკლოსერინა). იყო შემთხვევა, როცა თერთმეტ პატიმარ ქალს „კოლექტიურად აღმოუჩინეს" ტუბი. (ჩემს შემდეგ) თერთმეტივემ გადაამოწმა ადვოკატის დახმარებით და არცერთს არ აღმოაჩნდა.
ასე, რომ ჩემს ბრძოლას მიშას და სანდრას სანატორიუმში უშედეგოდ არ ჩაუვლია. იძულებით მკურნალობის დაკანონებას ვერ მოესწრნენ, რადგან ორ თვეში ნაცმოძრაობაც დამარცხდა. „ტუბის აღმოჩენა" სარფიანი საქმე გახლდათ ნაცბანდისთვის, იზოლაციაში აქცევდნენ დაუმორჩილებელ პატიმრებს, ათეთრებდნენ დიდ თანხას, სიცოცხლეს ართმევდნენ ახალგაზრდებს ვითომ მოურჩენელი დაავადების წყალობით, ორგანოებს აცლიდნენ და სად მიჰქონდათ, დღემდე გამოუძიებელია...
სამწუხაროდ, სააკაშვილის ხროვის მიერ ნაწამებ გაუბედურებულ პატიმრებს, სანდრას სასიკვდილო ექსპერიმენტიც ემატებოდა, რის შედეგადაც უამრავმა პატიმარმა დაასრულა სიცოცხლე სიკვდილის ანგელოზების (ბადრაგების) მეთვალყურეობის ქვეშ."
რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის საშუალებით ნინო ჯღარკავამ მიშა „მოიკითხა" და შემაძრწუნებელი პოსტი გაავრცელა, რომელსაც შემოკლებით გთავაზობთ:
„ესეც კინოაა, შე ჩასაძაღლებელოო სააკააშვილოო? თამაზ დადვანი.. ყაჩაღობაზე გაასამართლეს, უდანაშაულო იყო, ექსპერტიზები გააყალბეს, ბოლომდე სჯეროდა რომ სიმართლეს გაიტანდა, სულ მეუბნებოდა ციხე ვერ გამტეხავსო, თავს ნუ შეაწირავ მეთქი სულ ვარიგებდი, ვხედავდი შეუპოვარი და პრინციპული იყო... არ ეპუებოდა არ უთმობდა...
უზენაესის განაჩენის შემდეგ მშობლებმა დამირეკეს, ძალიან ცუდად არის, შედი, ნახეო, რომ შევედი, სავადმყოფოში იყო, დაბერებული, 23 წლის, 50 წლისას ჰგავდა, ფეხზე იდგა ძლივს, მთხოვა, ჩემი შეყვარებულის სურათები დამრჩა საკანში, ის წაიღონ იქიდან ჩემებმა, დაჟინებით მთხოვდა. რაღაც ტაბლეტებს მასმევდნენო, ბოლოს რომ დავუძლურდი, აქ გადმომიყვანესო, მეორე დღეს შევედი, რეანიმაციაშია, ტუბერკულოზი აქვს, არ შეხვიდეო, ნიღაბი მოვითხოვე, არ მოგვცეს, მე და მეორე ადვოკატი, მაია დონაძე ვიყავით ერთად, ექსპერტიზისთვის მისი ხელმოწერა მჭირდებოდა, უნდა მენახა... არ ეგონათ, მაინც რომ შევიდოდით რეანიმაციაში, გამიკვირდა, ასე უცბად როგორ მოხვდა იქ, კარი შევაღე, არავინ იყო, „რეანიმაცია" იყო რკინის საწოლზე სასიკვდილოდ გადადებული პატიმრები...
ხმაამოუღებლად, ექიმი ვნახე მისი, თვალები გაუფართოვდა იქ რა გინდოდათო, ვინ შეგიშვათო, ეს არის მეთქი თქვენი რეანიმაცია, მიხედეთ თეთრეული მაინც დუგეთ, წამალი მაინც დაალევინეთ მეთქი... მეორე დღეს დარეკეს ადვოკატთან, დილის ცხრა საათზე გარდაიცვალაო, ახლობლებს გააგებინეთო, მე ვერ ავღწერ იმ ტკივილს ....იმ ზარს, რომლის განხორციელებაც ჩვენ მოგვიწია.... მერე... ის მახსოვს გვამს არ ატანდნენ, ხელის მოწერას თხოვდნენ ახლობელს რომ პრეტენზია არ ქონდათ, ისე არ არ ატანდნენ გვამს.. რაღაც საშინელი მარშუტკა იყო.... ეს თაზო არ არისო მესმოდა ყვირილი, შეცვლილი იყო...
ნანა ლეჟავამ გადაცემაც გააკეთა სადაც მოვყევით რა იყო მათი სანაქებო ციხის რეანიმაცია... რაზეც დაგვიბარა რამოდენიმე ხნის შემდეგ მაშინდელმა სამკურნალო დაწესებულების დირექტორმა და ადვოკატებს შეფარულად დაგვემუქრა....
ალბათ ეს იმის ნახევარია, რაც იქ განვიცადეთ და გადავიტანეთ ყველამ ერთად".
-ეს ტაბლეტები სწორედ ის ქიმიური პრეპარატებია, რომელსაც დოზის გადაჭარბებით იძულებით ასმევდნენ ჯანმრთელ უტეხ პატიმრებს, აბა, ყველას ცემაში ხომ არ დახოცავდნენ, შემდეგ ორგანოებს ჯერ კიდევ თბილი სხეულიდან უღებდნენ და გამწარებულ პატრონს სასწრაფო წესით ხელს აწერინებდნენ, რომ პრეტენზია არ ჰქონდათ. ხო, რეანიმაციაშიც კი, ქალპატიმრებსაც ღამით ფეხზე ბორკილით აბავდნენ.
ათი ვირზილა რომ გადგას თავზე, ნაოპერაციევი სად გაიქცევი?
მაგრამ ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ფსიქოლოგიური წნეხისთვის იყენებდნენ ამ ფაშისტურ საშუალებას.
არადა, ძნელი წარმოსადგენია, ტკივილი, ციხე, ოპერაციით გამოწვეული დისკომფორტი და ბორკილი. ნეტა სანდრამ მიშას თვალებში თუ ჩახედა, თუმცა მათი გული და თვალი რამ გაყო, ერთი ვამპირის სისხლი უბუყბუყებს ორივეს.
საყურადღებოა ერთი ფაქტიც, რომელიც ჯერ ტუბის ექთანს „გამოვტყუე" და შემდეგ პირადად გადავამოწმე.
მოკლედ, სანდრას გახსნილ ოთხმოცდაჩვიდმეტ ადგილიან საავადმყოფოში ვიღაც ხომ უნდა დაწოლილიყო?
მცირე რაოდენობის ადამიანების „დაგოიმებაც" მოახერხეს, თუმცა უმრავლესობა უბინაო, სოციალურად დაუცველი ადამიანები იწვნენ. ღამით ისინი რვა საათზე უნდა დაბრუნებულიყვნენ, შემდეგ ალაყაფის კარები იკეტებოდა.
აჭმევდნენ დღეში სამჯერ, მედიკამენტს არ იღებდნენ, თუმცა მიღებას იქაური წესით ექთანი ესწრებოდა.
დღისით გადიოდნენ ტერიტორიიდან, თითქმის ყველა გარევაჭრობით იყო დაკავებული.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ატიპური ტუბერკულოზის ფორმა მკურნალობის სამწლიან კურსს ითვალისწინებდა.
აღნიშნულის შესახებ რასაკვირველია მედპერსონალიც საქმის ყურში იყო და ტექნიკური პერსონალიც. სანდრას ზეობის ხანაში მიღებული ფორმა იყო რამდენიმე ადამიანს ათასობით გასამრჯელო, დანარჩენებს კაპიკები. ჰოდა, სწორედ ექთანმა "გამანდო" საიდუმლო, რომელიც შემდეგ გადავამოწმე და სხვა თანამშრომლებმაც დამიდასტურეს და სხვა უტყური ფაქტებიც მოვიპოვე...
ქეთევან ზარნაძე