გაერო-ს ბავშვთა ფონდის ცნობით, სირიის ქალაქ ალეპოში ორ მილიონზე მეტ ადამიანს სასმელი წყალი არ მიეწოდება.
ორგანიზაციის ცნობით, ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზიანდა წყლის სატუმბი სადგურები. შექმნილმა პრობლემამ შესაძლოა, ეპიდემია გამოიწვიოს, რადგან ადამიანებს დაბინძურებული წყლის მოხმარება მოუწევთ.
აქტივისტების ცნობით, პარალელურად, სირიის და რუსეთის ავიაცია ალეპოს აღმოსვლეთ ნაწილს ბომბავს, რომელიც მეამბოხეების კონტროლის ქვეშ არის.