logo_geo
eng_logo
თელავში ბატონის სასახლეს პირვანდელი სახე დაუბრუნდება
- +

24 სექტემბერი. 2016. 12:11



საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით თელავში, ბატონის სასახლის რეაბილიტაციას ახორციელებს.



რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტის მიზანი ძეგლისთვის პირვანდელი იერსახის შენარჩუნება და კახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა. სარეაბილიტაციო პროექტი კულტურული მემკვიდეობის სააგენტოსთან შეთანხმებით მომზადდა და ითვალისწინებს სასახლის სრულ რეაბილიტაციას, ავთენტურობის მაქსიმალური დაცვით.



ამ დროისთვის სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება: მიმდინარეობს სამხრეთ აივნის აღდგენითი სამუშაოები, თაღოვანი სახურავის რებილიტაცია, ლესვითი სამუშაოები, ვიტრაჟების მონტაჟი და ა.შ. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება საგამოფენო სივრცესა (მუზეუმს) და მიმდებარე ტერიტორიასაც.



სასახლის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო მუზეუმის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დამთავრება 2017 წლის ზაფხულისთვისაა დაგეგმილიზე. პროექტის ღირებულება 6 423 430 ლარია.



ბატონის სასახლეს რესტავრაცია, ბოლოს, გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაუტარდა. თუმცა, მაშინ არ იყო დაცული რესტავრაციის საერთაშორისო სტანდარტები. მუნიციპალური განვითარების ფონდის ძალისხმევით არსებული პროექტი შეიცვლა და სრულად იქნა დაცული ყველა შესაბამისი ნორმა ძეგლის იერსახის შესანარჩუნებლად.



მიმდინარე სამუშაობი ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner