logo_geo
eng_logo
ანდერს ფოგ რასმუსენი: ყოველ შეხვედრაზე ვამჩნევდი, რომ პუტინი უარესობისკენ იცვლებოდა
- +

24 სექტემბერი. 2016. 13:02



NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ტელეკომპანია „Hromadske"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა,რომ 2002 წლის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმ პუტინი უარესობისკენ იცვლებოდა და ამის მიზეზი, საქართველოსა და უკრაინაში მომხდარი ფერადი რევოლუციები იყო.



პირველად შევხვდით 2002 წლის მაისში. მაშინ ძალიან პროდასავლური და პროევროპული პრეზიდენტი იყო. სხვადასხვა გარემოებებში მიწევდა მასთან შეხვედრა და ყოველ ჯერზე უარესობისკენ იცვლებოდა. ეს ყველაფერი იყო საქართველოსა და უკრაინაში მომხდარი ფერადი რევოლუციების გამო. ეგონა, რომ ამ რევოლუციების პროვოცირება და დაფინანსება აშშ- მოახდინა", - განაცხადა რასმუსენმა.



მისი თქმით, მას პუტინისადმი დამოკიდებულება საბოლოოდ 2014 წელს შეეცვალა, როდესაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს.



მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ საჭიროა, ვითანამშრომლოთ და კონფრონტაციაზე არ წავიდეთ", - განაცხადა ანდრეს ფოგ რასმუსენმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner