logo_geo
eng_logo
თბილისში მე-19 საუკუნის აბრები აღმოაჩინეს და აღადგინეს
- +

24 სექტემბერი. 2016. 14:05



პროექტ „ახალი ტფილისის"  I  ეტაპი 1 დღეში დასრულდება. განახლებული აღმაშენებლის გამზირი 25 სექტემბერს გაიხსნება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის თებერვალში დაიწყო. პროექტის ფარგლებში, სხვა სამუშაოებთან ერთად, რესტავრაცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა 47 ისტორიულ შენობას. აქედან,  38  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. რესტავრაციისას სპეციალისტებმა  შენობებზე მე-19 საუკუნის დასაწყისის აბრები აღმოაჩინეს, რომლებზეც მეპატრონის ინიციალები ან  კომერციული ობიექტების სახელები ეწერა. რესტავრატორებმა წარწერები პირვანდელი  სახით აღადგინეს. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: marketer.ge


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner