logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებს: დღეს ვერც ერთი ბიზნესმენი ვერ იტყვის, რომ თქვენს საკუთრებას ვინმე უთვალთვალებს
- +

24 სექტემბერი. 2016. 14:21



ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, საქართველოში არსებული ბიზნესგარემო რადიკალურად შეიცვალა. მთავრობის ყოფილმა მეთაურმა ეკონომიკურ ფორუმზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ყოფილი მმართველი ხელისუფლება შეახსენა და მათ მიმართა, რომ დღეს ვერც ერთი ბიზნესმენი ვერ იტყვის, რომ მათ საკუთრებას ვინმე უთვალთვალებს.


"ჩემი ვალია, საზოგადოება დავარწმუნო, რომ მკვეთრი გარდაქმნები მოხდა. ასეთი დიდი კონტრასტი, ოთხი წლის განმავლობაში რაც მოხდა, სად ვიყავით ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში, პატრიარქის სიტყვებსაც გავიხსენებ, ამით ვიშველიებ ძალიან ხშირად, რომ უფსკრულის პირას ვიდექით პირდაპირი მნიშვნელობით. რაც მოხდა იმის შემდგომ, დღეს ვერც ერთი ბიზნესმენი ვერ იტყვის, რომ თქვენს საკუთრებას ვინმე უთვალთვალებს და ვინმე თქვენს ჯიბეში ჩაძვრომას აპირებს. არადა, მოდი ვიყოთ გულწრფელნი, რომ არა 2012 წლის შემდგომ "ქართული ოცნების გამარჯვება, თქვენც ხომ კარგად იცით, რაც მოხდებოდა. თუმცა იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთ ბიზნესმენს დღესაც აქვს ნოსტალგია და უკან იყურება, განსაკუთრებით კარგ პირობებში ვინც იყვნენ და იმ გუნდთანნ დაახლოებულნი, მაგრამ ვის და ვის, თქვენ გაგიოლდებათ ყველაზე მეტად, რომ ის მოდელი გადმოვიტანოთ დღევანდელ რეალობაში?! მაშინ რომ ისევ "ნაციონალურ მოძრაობას" გაემარჯვა და ის მართვის მოდელი გაგრძელებულიყო, რა იქნებოდა დღეს, სად იქნებოდით დღეს თითოეული თქვენგანი. ყველაზე ახლო მყოფნიც კი, ხომ შიდა გულში წავიდოდა ომი და ვისაც ძალა დარჩებოდა, ხომ შიდა ქონების გადანაწილების პროცესი გაგრძელდებოდა და ვინ, სად აღმოჩნდებოდა, ღმერთმა იცის...

 

იმ მოდელით მართული ეკონომიკა, დღეს რომ ხელფასებს ვერ გასცემდნენ საჯარო მოხელეებზე და პენსიებსაც ვერ დაარიგებდნენ, ეს თქვენთვის ბიზნესმენებისთვის რთული გასაგებია?! რთული საანალიზოაა?! იმ მეთოდით მართულ ეკონომიკას როგორი შედეგები ჰქონდა და დღეს, რაც გვაქვს ეკონომიკური შედეგი, ამის მსგავსი ვერ მოხდებოდა, ეს თქვენთვის რთული საანალიზოა?! ამის საპაუხოდ მეც მაქვს კითხვა და მაინც გისვამთ, საკუთარ გუნდთან, საკუთარ თანამშრომლებთან მაინც თუ აკეთებთ განმარტებებს, თუ გაქვთ ის განცდა, რომ ეს გაცილებით უკეთესია მასზე, რაც იყო და თუ ეს განცდა გაქვთ, აკეთებთ თქვენ შესატყვის განმარტებებს?! თქვენ თავში ჩაიხედეთ თუ გნებავთ", - მიმართა ივანიშვილმა ბიზნესმენებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner