კახა ჭუმბურიძესთან და ნიკა ჯღარკავასთან ერთად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კიდევ ერთი ვიცე-პრეზიდენტი აკაკი ალადაშვილი იქნება. გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
სხდომის დასრულების შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა განუცხადა, რომ კიდევ ერთი ვიცე-პრეზიდენტის დანიშვნის გადაწყვეტილება აღმასკომმა მას შემდეგ მიიღო, რაც დამტკიცდა ახალი სამოქმედო გეგმა ფეხბურთის განვითარებისთვის და ფეხბურთის ფედერაციის საქმეების რაოდენობაც გაიზარდა.
ამასთან, დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ახალ მთავარ მწვრთნელს ვლადიმირ ვაისს წარადგენს. ის ასევე ისაუბრებს აღმასკომის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.