logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ბიზნესი კონკურენტუნარიანი უნდა იყოს, ხელისუფლებას ფავორიტები არ უნდა ჰყავდეს
- +

24 სექტემბერი. 2016. 14:27



„ბიზნესი კონკურენტუნარიანი უნდა იყოს, ხელისუფლებას ფავორიტები არ უნდა ჰყავდეს. ყველა ბიზნესმენი უნდა იყოს ფავორიტი ხელისუფლებისთვის და ყველას უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ მაქსიმალურად დაეხმაროს", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ორგანიზაცია „მოქალაქეს" ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.


„ამ მხრივ სამართალდამცავი სტრუქტურები გასაგებია, რომ დასახვეწია, მაგრამ ის მომართულია, თქვენს სამსახურში იყოს და ამ მხრივ ქვეყნის თავისუფლების ინდექსში, თავისუფლებაში ამ მხრივ იგულისხმება ორგანიზებული დანაშაულისაგან თავისუფალი ქვეყნები, საქართველო ყველაზე მაფიოზური ქვეყნების რიცხვში იყო, ეს შემთხვევით არ იყო.

 

ელიტარული კორუფცია, კერძო საკუთრებაზე როგორი დამოკიდებულება იყო. ვისთანაც ეს ვერ მოახერხეს და გადარჩით, ვერ გადარჩებოდით დღემდე. ეს ოთხი წელიწადი არ ვიცი, ვინ გადარჩებოდა თქვენგან, რადგან მათ შიდა გაყოფებზე ახლა დიდი და შიდა ომი ექნებოდათ, ვინ დარჩებოდით თქვენგან, ეს ხომ კარგად ვიცით. მაფიოზური სახელმწიფოების რიგში შევდიოდით, თუმცა დღეს საქართველო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ინდექსში მსოფლიოში 17-ე ადგილზეა, სადაც არ არის მაფიოზური ორგანიზებული დანაშაული", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner