„დღეს ისეთი მთავრობაა, როგორიც ბიზნესს სჭირდება", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ორგანიზაცია „მოქალაქეს" ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ბიზნესმენები რა დღეში იყავით, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ყველანი ვცდილობდით და ვახერხებდით, ეს სირცხვილი არ იყო, რომ რაღაც ხაზი გვქონებოდა ვიღაცასთან, რომ რამე არ მოგვსვლოდა, დღეს ასეთი ხაზები მოიძებნება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მთავრობა ვაიძულოთ, ლობირება გაგიწიონ სწორი მიმართულებით განვითარებაში. ვფიქრობ, რომ ამ მხრივ კვირიკაშვილი ძალიან კარგი პრემიერია და არა მგონია, რომ ვინმეს რაიმე პრეტენზია გაგაჩნიათ. სწორედ ისეთია დღეს მთავრობა, როგორიც ბიზნესს სჭირდება. არ იფიქროთ, რომ მე აქ თქვენს საკრიტიკოდ მოვედი. ბიზნესიც თავის სიტყვას ამბობს და ნახეთ, იმ ფონზე, რაც რეგიონში ხდება, რამდენად წარმატებულია საქართველოს ეკონომიკა. გვინდა თუ არ გვინდა, ამას გვერდს ვერ ავუვლით. მაკროეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს მეხუთე, უპრეცედენტო ადგილი აქვს. კიდევ შეგახსენებთ რამდენიმეს, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, კონკრენტუნარიანი გარემო რომ იყოს, რაც ჩემი მოსვლით და იმ სტანდარტებით, რასაც ვიმეორებ განუხრელად, დაწესდა და დღესაც ხელშეუხებელია", - განაცხადა ივანიშვილმა.