logo_geo
eng_logo
საპატრიარქოსა და განათლების სამინისტროში პატრიარქის ნათლულების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნას უარყოფენ
- +

24 სექტემბერი. 2016. 14:32



განათლების სამინისტრო და საპატრიარქო კატეგორიულად უარყოფენ პარტია „ქართული დასის" ლიდერის ჯონდი ბაღათურიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რის თანახმადაც განათლების სამინისტრომ სკოლებისა და საბავშვო ბაღების დირექტორებისგან პატრიარქის ნათლულების შესახებ ინფორმაცია მოითხოვა.



როგორც „კვირას" განათლების სამინისტროში განუცხადეს, მსგავსი ხასიათის განცხადებით ან მიმართვით სამინისტროს დირექტორებისთვის არ მიუმართავს.



ზოგადად წელს, პირველკლასელების რაოდენობა მომატებულია. თუმცა, მსგავსი განცხადებით ან მიმართვით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არც სკოლების და არც ბაგა-ბაღის დირექტორებისთვის არ მიუმართავს. ეს არის არასწორი და ცრუ ინფორმაცია" ,- აღნიშნა „კვირასთან" საუბრისას სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნატა ასათიანმა.



„კვირამ" ჯონდი ბაღათურიას ინფორმაცია საპატარიარქოშიც გადაამოწმა.

„კვირას" მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, რომ პატრიარქის ინიციატივის შემდეგ საქართველოში შობადობა მკვეთრად გაიზარდა და შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები საპატრიარქოში ისედაც ინახება.



პატრიარქის ინიციატივის შემდეგ, საქართველოში შობადობის რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ამჟამად, პატრიარქის ამ ინიციატივას ძალიან ბევრი გამოეხმაურა და უკვე რამდენიმე ასეული ბავშვი ჰყავს მონათლული. ეს სტატისტიკა საპატრიარქოშია და მე პირადად ამ განცხადებით, რასაც ჯონდი ბაღათურია ამბობს, არავისთვის მიმართავს", - ამბობს მამა მიქაელ ბოტკოველი „კვირასთან" საკითხის კომენტირებისას.



აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში პარტია „ქართული დასის" ხელმძღვანელმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელსაც „კვირა" უცვლელად გთავაზობთ.



განათლების სამინისტრო სკოლებისგან და საბავშვო ბაღებისგან ითხოვს ინფორმაციას პატრიარქის ნათლულების შესახებ ... დირექტორები, რომლებმაც მშობლების გარეშე უარი განაცხადეს, მოსწავლეების შესახებ გასცენ ინფორმაცია, არიან ძლიერი ზეწოლის ქვეშ ... ამ წუთებში მე ვცდილობ დავადგინო, რა მიზნით და ვისი დავალებით აკეთებს ამას განათლების სამინისტრო ..." - წერს ჯონდი ბაღათურია.



საქართველოს პატრიარქს დღეისთვის უკვე 28 ათასი ნათლული ჰყავს.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner