თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლად არჩეულმა რექტორმა გია შარვაშიძემ „ნინო ჟიჟილაშვილის რვიანში" საუბრისას განაცხადა, რომ უნივერსიტეტის იმიჯის გასაუმჯობესებლად ბევრი რამის გაკეთებაა საჭირო.
„სტუდენტები უნდა იყვნენ ჩართული კვლევაში, დაწყებული ბაკალავრიატის დონიდან, დოქტორანტურით დამთავრებული. ვვარაუდობთ, რომ ახალი კადრები უნდა შემოვიდნენ, ახალი სისხლი, ახალი ტვინი უნდა შემოვიდეს სექტორში.
მე ვვარაუდობ, რომ იმიჯის გასაუმჯობესებლად ბევრი რაღაც გასაკეთებელია, დრო საკმარისია. რაც შეეხება იმას, თუ რა პოზიციაზეა დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მე მინდა გითხრათ, რომ საუკეთესო სტუდენტები მაინც მოდიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეს ტრადიცია გრძელდება და ძალიან კარგია, რომ ასე ხდება. რაც შეეხება პოზიციონირებას რეგიონში, დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის და რჩება წამყვან სამეცნიერო სკოლად მთელ რეგიონში, არა მხოლოდ საქართველოში", - განაცხადა გია შარვაშიძემ.