logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: საჭიროა კონტრშეტევა!
- +

14 მარტი. 2016. 13:22



რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელებში გაჩნდა პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. ექსპერმა მამუკა არეშიძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ  სკანდალური ფირები გათვლილია დასავლეთისთვის, რათა დაარწმუნონ, რომ ხელისუფლება ოპოზიციაზე შეტევას ახორციელებს.


მამუკა არეშიძის განმარტებით, პრემიერ-მინისტრმა აუცილებლად უნდა დაუძახოს   დიპლომატიურ კორპუსს:


„პრემიერ-მინისტრის ადგილზე რომ ვიყო, აუცილებლად შევყრიდი დიპლომატიურ კორპუსს და მოვახდენდი ამის დეზავუირებას. ჩემთვის ძალიან კარგადაა ცნობილი, რომ მსგავსი კადრები არა მხოლოდ ქართველ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზეა , არამედ ზოგიერთი ნაწილი დიპლომატიურ კორპუსზეც არის გადაღებული. პრემიერის ადგილას მათ ვეტყოდი, რომ ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს თქვენს კოლეგებზე ფარული კადრები აქვთ ჩაწერილი. დავუკონკრეტებდი დეტალებს, საჭიროა კონტრშეტევა, არ შეიძლება ხელისუფლება მუდმივი თავის მართლების რეჟიმში იყოს, ეს არის დამამცირებელი. სხვათაშორის ნაცმოძრაობა თავისი ხალხის წინაშე თავს არასდროს არ იმართლებდა. ის თავს მხოლოდ დასავლური პოლიტიკური ერის წინაშე იმართლებდა, და ისიც ფარულად. ქართველი საზოგადოების წინაშე მუქარის რეჟიმში იყო, ამას თავისი შედეგი მოჰყვა და ითვლებოდა, რომ ეს იყო ძლიერი ხელისუფლება.

 

დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც მუდმივად თავს იმართლებს,  აღიქმება როგორც სუსტი ხელისუფლება. ამის დაშვება კი არ შეიძლება. თუ ხელისუფლებამ გააგრძელა თავის მართლების რეჟიმში მუშაობა, მაშინ დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერა შემცირდება. მართალია, ახალი პოლიტიკური ძალების ხელისუფლებაში მოსვლას ნაკლებად ვვარაუდობ, მაგრამ ზოგიერთი ოპოზიციური ძალის მიმართ მხარდაჭერა მკვეთრად გაიზრდება, მათ შორის როგორც ირაკლი ალასანიას პარტიის მიმართ, ასევე ნაციონალების მიმართაც", - განაცხადა არეშიძემ „ალიასთან" საუბარში.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner