logo_geo
eng_logo
საქართველოში პირველი თოვლი მოვიდა
- +

24 სექტემბერი. 2016. 14:47



საქართველოში პირველი თოვლი მოვიდა. აჭარის მაღალმთიანეთში, ხულოში, სვანეთსა და გურიის მაღალმთიან კურორტ ბახმაროში პირველი თოვლი მოვიდა.



 

გარემოს დაცვის სააგენტოს ცნობით, ტემპერატურის ვარდნასთან ერთად, გოდერძის უღელტეხილზე ახლაც თოვს.


სინოპტიკოსების განცხადებით, მაღალ მთაში ღამით -2 -3 გრადუსი ყინვა დაფიქსირდება. ღამის საათებში მოსალოდნელია თოვლჭყაპიც.



რაც შეეხება დღის ტემპერატურას, საქართველოში ჰაერი მომდევნო დღეებში 18-26 გრადუსამდე გათბება.




ბახმაროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დავით საჯაიას განცხადებით, თოვამ მცირე ხანს გასტანა და მცირე საფარი არ დევს.


საჯაიას განცხადებით, იალაღებზე რამდენიმე ოჯახია დარჩენილი, რომლებმაც ბარში დაბრუნება ვერ მოასწრეს.



„უკვე გამოიდარა და ამ დროისთვის აღარ თოვს. რამდენიმე ოჯახია დარჩენილი იალაღებზე, თუმცა მათ პრობლემები არ შექმნია", - აცხადებს საჯაია.




თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტი თოვლის საფარით დაიფარა. ფაქტის ამსახველ ფოტომასალას ფეისბუქის გვერდი „გუდაური" ავრცელებს. ფოტოებმა სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

 

 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner