logo_geo
eng_logo
ხვალ აღმაშენებლის გამზირი საზეიმო ვითარებაში გაიხსნება
- +

24 სექტემბერი. 2016. 15:15



ხვალ, 25 სექტემბერს, განახლებული აღმაშენებლის გამზირი საზეიმოდ გაიხსნება. 50-მდე სახლის რეაბილიტაცია, რომელთა შორის უმეტესობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სპეციალისტებმა გაამაგრეს და პირვანდელი სახე დაუბრუნეს.



პროექტის „ახლი ტფილისი" ფარგლებში შეიქმნა ახალი რეკრეაციული ზონები, გამოიცვალა კომუნიკაციები. აღმაშენებლის გამზირის ნაწილი კი საფეხმავლო ქუჩად იქცა. ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი სივრცე აღმაშენებლის გამზირიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე პირველ სტუმრებს ორ დღეში მიიღებს.



სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის თებერვალში დაიწყო.


რესტავრაციისას სპეციალისტებმა  შენობებზე მე-19 საუკუნის დასაწყისის აბრები აღმოაჩინეს, რომლებზეც მეპატრონის ინიციალები ან  კომერციული ობიექტების სახელები ეწერა. რესტარატორებმა წარწერები პირვანდელი  სახით აღადგინეს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner