logo_geo
eng_logo
სოფელი ფოკა გაზიფიცირდა
- +

24 სექტემბერი. 2016. 15:15



ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა, სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ და შპს „საქარათველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბენდელიანმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში ახლად აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს და სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს.


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი ფოკას გაზიფიცირების ინციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის.  სოფლის სრული გაზიფიცირებისთვის საჭირო  სამუშაოების განხორციელება  ენერგეტიკის სამინისტროს  მიმდინარე წლის მარტში დაევალა.


სოფელი ფოკას გაზიფიცირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  რეგიონის რთული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. ბუნებირვი აირი მნიშვენლოვნად  გააუმჯობესებს  ფოკაში მცხოვრები  357  ოჯახის საცხოვრებელ პირობებს.


სოფელი ფოკას სრული გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო   სამუშაოები შპს „საქარათველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ" განახორციელა.  სამუშაოების ღირებულება მილიონ 50 ათასი ლარია.


ამასთან, გაზგამანაწილებელი კომპანიები მოსახლეობას ოჯახში ბუნებრივი აირის შესაყვანად საჭირო თანხის რამდენიმე თვეზე გადანაწილებას სთავაზობენ. ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, აღნიშნული თანხა თვიურად 25 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner