logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: ძალიან მოკლე დროში უხვი ნალექი მოვიდა, შესაბამისად, ქალაქის ცალკეულ უბნებში გადაადგილება გაძნელდა
- +

24 სექტემბერი. 2016. 15:34



დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, წვიმის ინტენსიური ნალექის გამო გუშინ თბილისში გადაადგილება განსაკუთრებით 20-30 წუთის განმავლობაში გაძნელდა.



ძალიან მოკლე დროში ძალიან უხვი ნალექი მოვიდა. შესაბამისად ქალაქის ცალკეულ უბნებში გადაადგილება ჭირდა, თუმცა ძირითადად მწვავე მაინც იყო 20-30 წუთი, როცა ნალექი ინტენსიურად მოდიოდა, მას შემდეგ, რაც სანიაღვრე სისტემამ ეტაპობრივად გაიწოვა გზებზე არსებული წყალი, შემდეგ უკვე მოძრაობა განიტვირთა. გუშინ ღამის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდა ჩვენი სამსახურები და გაიწმინდა ის მასალა, რაც ჩამონატანის სახით უხვმა ნალექმა გზებზე დააგროვა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner