logo_geo
eng_logo
რიკოთის უღელტეხილზე სრულიად ახალი 53 კმ-სიგრძის გზის მშენებლობა იგეგმება
- +

24 სექტემბერი. 2016. 15:35



E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელ რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე, სრულიად ახალი 53 კმ-სიგრძის გზის მშენებლობა იგეგმება. პროექტის ფარგლებში აშენდება 90 ხიდი და 40-მდე გვირაბი.



სამშენებლო მონაკვეთი ორ სექციად - ჩუმათელეთი-ხევის და ხევი-არგვეთას მონაკვეთებად არის დაყოფილი.


ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის სიგრძე 11,2 კმ-ია. აღნიშნული მონაკვეთის პროექტირება 2016 წლის ოქტომბერში დაიწყება, ხოლო მშენებლობა, სავარაუდოდ, 2017 წლის ნოემბერიდან - 2019 წლის ნოემბრამდე გაგრძელდება. პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 120 მლნ აშშ დოლარია. ამ დროისათვის, მიმდინარეობს დეტალური პროექტირების სატენდერო პროცედურები.



ხევი-არგვეთას მონაკვეთის სიგრძე 42 კმ-ია. აღნიშნული მონაკვეთის პროქტირება, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება, ხოლო სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის თებერვლიდან - 2020 წლის დეკემბრამდე გასტანს. პროექტის სავარაუდო ღირებულება- 700 მლნ. აშშ დოლარია. ამ დროისათვის დეტალური პროექტირების სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.



E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთის ალტერნატიულ მარშრუტად ხარაგაულის შემოვლითი გზა განიხილება. გზის აღნიშნული მონაკვეთის სიგრძე 50 კმ-ია. აღნიშნული მარშრუტის პროექტირების სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება, ხოლო მშენებლობა, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით - 2017 წლის ნოემბერში. პროექტის ღირებულება 80 მლნ აშშ დოლარია და მისი დასრულება 2020 წლის თებერვალშია დაგეგმილი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner