logo_geo
eng_logo
ლაშა ტუღუში: ეს მარაზმი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავამთავროთ
- +

14 მარტი. 2016. 13:27



უფლებადამცველი ლაშა ტუღუში ხელისუფლებას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამავრცელებლის დროულად პოვნისა და დასჯისკენ მოუწოდებს. როგორც ტუღუშმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თუკი ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი ფეხს მოიკიდებს, „ეს მარაზმი არასდროს დასრულდება და მთელ ქვეყანას დააზიანებს".


„იმედი გვაქვს, რომ გამოძიება მალე დასრულდება, თუმცა თუ გამოცდილებით ვიხელმძღვანელებთ, ძალიან ძნელია პოზიტიური მოლოდინები გქონდეს. 2014 წლის იანვარში ათობით ათასი ფაილი პროკურატურას გადაეცა, ეს სახელმწიფო კომისიამ გადასცა, რომლის წევრი მეც გახლდით, 2 წელი და რამდენიმე თვე გავიდა და პასუხი არ არის. იმ გამოძიებას ბევრად უფრო მარტივად შეეძლო დასკვნები გაეკეთებინა, დამნაშავეები დაესაჯა, მაგრამ რაღაც მოსაზრებების გამო, ჩვენ ვერაფერი დავინახეთ.

 

როდესაც ხელისუფლება არაფერს აკეთებს, ეს ხსნის ახალ შესაძლებლობებს, რომ მსგავსი ბოტორება დამკვიდრდეს როგორც თამაშის წესი. თუ ეს დამკვირდრა, როგორც თამაშის წესი, ეს აზიანებს მთელ ქვეყანას. ეს მარაზმი უნდა დავამთავროთ, რაც შეიძლება სწრაფად", - განაცხადა ტუღუშმა. 

 

 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner