მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა, იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში, მაგრამ აქტიურია სოციალურ ქსელში.
ყოფილ პრემიერს მეოთხე ბავშვი, ნინო ღარიბაშვილი 12 აგვისტოს ეყოლა. წყვილს კიდევ სამი ვაჟი: ნიკოლოზი, ანდრია და გაბრიელი ჰყავთ.
ყოფილი პრემიერი საზოგადოებას ხშირად ანებივრებს საკუთარი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით. ერთი საათის წინ კი ღარიბაშვილმა საზოგადოებას აცნო, რომ უმცროსი ქალიშვილი ნინო გააქრისტიანეს.
„დღეს ნინო გაქრისტიანდა!" - წერს ირაკლი ღარიბაშვილი და ფოტოს აქვეყნებს, სადაც მეუღლე ნუნუკასთან და შვილებთან ერთადაა.
5 სექტემბერს კი ექს-პრემიერმა „facebook"-გვერდზე ცოლს დაბადების დღე მიულოცა და ფოტოებიც გამოაქვეყნა.
„ნუნუკა 33 წლის გახდა", - წერდა ღარიბაშვილი.