logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თსუ 15 სტუდენტის არ არის, ის 22 000 სტუდენტისაა
- +

24 სექტემბერი. 2016. 16:37



საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა „აუდიტორია 115"-ის მიერ დაანონსებულ აქციებს ეხმაურება.



ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 15 სტუდენტის არ არის," - აცხადებს ჯეჯელავა.

 


კითხვაზე, „აუდიტორია 115"-ის წევრების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის უნივერსიტეტის ავტონომია, რაზეც ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ რაც უფრო ავტორიტეტული იქნება უნივერსიტეტის რექტორი, მით უფრო დამოუკიდებელი იქნება უნივერსიტეტი.



რექტორის არჩევნების პრინციპი იმას ემსახურება, რომ უნივერსიტეტმა თვითონ გადაწყვიტოს, ვინ უხელმძღვანელებს მას. მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო ძლიერი და ავტორიტეტული რექტორი ეყოლება უნივერსიტეტს, მით უფრო დამოუკიდებელი იქნება და მე მგონია, რომ შარვაშიძე ძალიან გამოცდილი და ძალიან ავტორიტეტული პიროვნებაა როგორც სამინისტროს კუთხით, ასევე აკადემიურ წრეებში", - განაცხადა ჯეჯელავამ.

 

 

მისივე თქმით, საპროტესტო ჯგუფში დაახლოებით 15 ადამიანი იყო და ამ ჯგუფის გარდა არის, რამდენიმე ათასი სტუდენტი, რომლებიც მხარს უჭერენ მიმდინარე პროცესებს.



ამ საპროტესტო ჯგუფში დაახლოებით 15 ადამიანი იყო. კარგი იქნება, ამას ხაზი გავუსვათ და არის რამდენიმე ათასი სტუდენტი, რომლებიც მხარს უჭერენ მიმდინარე პროცესებს და განვითარებას. ამიტომ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 15 სტუდენტის არ არის თსუ, ის არის 22 000 სტუდენტის, რომელიც აქ სწავლობს. რაც შეეხება იმ სტუდენტებს, ვისაც ადარდებს უნივერსიტეტის განვითარება, მათთან ჩვენ ვმუშაობთ. ვისაც არ უნდა მუშაობა განვითარების მიზნით, მათ ვერ დავუშლით და შეუძლიათ, რომ აპროტესტონ", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 

 

„აუდიტორია 115"-ის სტუდენტები მომავალი კვირიდან აქციებს აანონსებენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner