logo_geo
eng_logo
ამირან ბუთურიშვილი: იქნებ დაფიქრდეთ, ბატონებო!
- +

24 სექტემბერი. 2016. 17:14



ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი სოციალურ ქსელში წერს:


ჟურნალისტიკაში ოპერატიულობა, ინფორმაციის ყველაზე სწრაფად მოპოვება და დაინტერესებული პუბლიკისათვის მიწოდება ერთი-ერთი უმთავრესია. ალბათ ასე და ამ წესის სრული დაცვით იმოქმედეს მარშალპრესმა" და რეპორტიორმა", როცა ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის საუბრის ჩანაწერი აღმოაჩინეს იუთუბის" გვერდზე და უმალ განათავსეს თავიანთ გვერდებზე. ნიკა გვარამიამ კი ეს სააგენტოები, ამ ქმედების გამო, მთავრობასთან დაახლოებულ სააგენტოებად მოიხსენია. იქნებ ამ წესის (ოპერატიულობის და დასწრების) დაცვის შემთხვევაში, რაც არაერთხელ გაუკეთებია რუსთავი2"-ს (და სწორედაც ამიტომ არიან მისი ჟურნალისტები პროფესიონალები), ეს ტელევიზიაც მთავრობის კუთვნილებაა? ან შავბნელი და მთავრობასთან დაახლოებული ტელევიზიაა? იქნებ დაფიქრდეთ, ბატონებო, ვიდრე რაიმეს გააჟღერებდეთ?!" - წერს ბუთურიშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner