logo_geo
eng_logo
კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 700-მდე ბავშვი გახდება
- +

24 სექტემბერი. 2016. 20:40



27 სექტემბერს, ჯვართამაღლებას, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 700-მდე ბავშვი გახდება.


საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის "ძლევაის" ცნობით, სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 45-ე საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატარებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა და ნათლობის ჯვარი გადაეცემათ.


ნათლობის დასრულების შემდეგ, 20:00 საათისთვის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II მიბრძანდება, ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.


ამჟამინდელი მონაცემებით უწმინდესს 29 053 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.


ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner