საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს, რომ დაუყოვნებლივ განიხილოს "რუსთავი 2"-ის ეთერში გასული "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო რგოლის საკითხი.
დოლიძე აღნიშნავს, რომ „რუსთავი 2"-მა „პატიოტთა ალიანისის" სარეკლამო რგოლის შეჩერებით "მყისიერი საფრთხე აიცილა".
„გასაგებია, რომ „რუსთავი 2"-მა აიცილა მყისიერი საფრთხე ამ პოლიტიკური რეკლამის შეჩერებით, თუმცა ამ სფეროში, კონკრეტული საარჩევნო რეკლამა რა ტიპის შინაარს შეიცავს საბოლოო სიტყვა ეკუთვნის სახელმწიფოს და კონკრეტულად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. შესაბამისად, ჩვენ მივმართავთ მას, რომ იმსჯელოს ამ საკითხზე და მიიღოს გადაწყვეტილება", - განაცხადა დოლიძემ.