logo_geo
eng_logo
კახა კალაძე გურჯაანის მოსახლეობას: დიდი მადლობა, რომ ჩვენს ქვეყანას აჩუქეთ გიორგი კვირიკაშვილი
- +

24 სექტემბერი. 2016. 20:44



„მინდა თქვენ, თქვენს კუთხეს ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ, რომ ჩვენს ქვეყანას აჩუქეთ ისეთი ადამიანი, როგორიც გახლავთ გიორგი კვირიკაშვილი",- ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გურჯაანში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის პრობლემების მოსაგვარებლად.


„მე არ შემიძლია არ შევეხო იმ ემოციებს, რომელიც ბატონ გიორგის ჰქონდა სიტყვის დაწყების წინ. ძალიან კარგად მესმის მისი, თუ რამდენად დიდ ემოციებს იწვევს ის, რომ გამოდიხარ სიტყვით იმ კუთხეში, სადაც დაიბადე და გაიზარდე. იმ ადამიანების წინაშე, რომელიც შენი სისხლი, ხორცი და გენია. მე ძალიან კარგად მესმის ეს ყველაფერი. მინდა თქვენ, თქვენს კუთხეს ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ, რომ ჩვენს ქვეყანას აჩუქეთ ისეთი ადამიანი, როგორიც გახლავთ გიორგი კვირიკაშვილი. ყოველგვარი პირფერობის გარეშე, თავისი ადამიანურობით, ადამიანი, რომელიც ორიენტირებულია სიკეთის კეთებით და იმ გუნდით, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნების" სახით, ჩვენი ლიდერის ხელმძღვანელობით, გიორგი კვირიკაშვილის სახით, ჩვენ გაძლევთ პირობას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენს ქვეყანაში, ქალაქებში, რეგიონებში, სოფლებში, მცხოვრებ ადამიანებს, იქნება მოგვარებული. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გაკეთდება ეტაპობრივად", - აღნიშნა კახა კალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner