logo_geo
eng_logo
თამარ ქალდანი: წინ უნდა აღვუდგეთ ამ მძიმე დანაშაულს!
- +

14 მარტი. 2016. 13:40



პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა ჟურნალისტებთან საუბრისას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ამ ყველაფრის აღსაკვეთად მთავარი მექანიზმი ძალიან სწრაფი და ეფექტური გამოძიება უნდა იყოს. ქალდანის განმარტებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები რომ მომავალშიც გავრცელდება, ეს ინფორმაცია მათთვის ცნობილია.


"მთავარი მექანიზმი უნდა იყოს ძალიან ეფექტური და სწრაფი გამოძიება, რათა პასუხი გაეცეს კითხვებს და მეორე მხრივ, კომპლექსური მიდგომა, რომელიც მხოლოდ კანონმდებლობის ან სასჯელის გამკაცრებაზე საუბრით არ უნდა შემოიფარგლოს. კომპლექსური მიდგომაა საჭირო, რათა ასეთი ტიპის ინფორმაციის მოპოვება და გავრცელების პრევენცია განხორციელდეს.

მიუხედავად იმისა, როგორი იქნება პრევენცია, ასეთი ტიპის დანაშაულზე რეაგირება ძალიან მკაცრი უნდა იყოს და ყველა პირი, რომელსაც ეს მასალა უკანონოდ მოპოვებული თუ გავრცელებული აქვს, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა მიეცეს შესაბამის პასუხისგებაში. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ისევე როგორც საზოგადოების კონსოლიდაცია, რომ პირად ცხოვრებაში ასეთი უხეში ჩარევა საქართველოს ყველა მოქალაქისათვის არის მიუღებელი. ჩვენ სახელმწიფოსთან ერთად კონსოლიდირებულად წინ უნდა აღვუდგეთ ამ მძიმე დანაშაულს", - განაცხადა თამარ ქალდანმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner