ავტორი ანა ფერაძე
„ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა მიხეილ ყაველაშვილმა „რეპორტიორთან" ფეხბურთის განვითარებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„ძირითადი პრობლემები მოგვარებულია, მაგრამ მოსახლეობა, რომელსაც მე ვხვდები, ძირითადად სკვერებს, ბაღებს ითხოვს. ასევე ითხოვენ საცურაო აუზებს სკოლებში, სპორტულ დარბაზებს.
სპორტის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესი პრიორიტეტი უნდა იყოს და რაც შეიძლება სწრაფად არის ეს პრობლემები გადასაწყვეტი. პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება სწორედ ამის გამო მივიღე, რადგან შორიდან ყველა ამ პრობლემის გადაჭრას ვერ შევძლებდი.
მე წარმოვადგინე ფეხბურთის განვითარების გეგმა და არა მარტო ფეხბურთის, აქ საუბარია მასობრიობაზე. რათა ყველა ბავშვმა შეძლოს ჯანსაღად ცხოვრება, ვფიქრობ, სპორტი საქართველოში უფასო უნდა იყოს. პირველ ეტაპზე მაინც და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან ერთად ფასი სიმბოლური უნდა გახდეს", - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.