23 სექტემბრის ღამეს უკრაინაში მიწისძვრა მოხდა. „უკრაინა 112"-ის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები ყველაზე მეტად ოდესის ოლქში იგრძნობოდა, სადაც სიმძლავრემ 3-4 ბალი შეადგინა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობდა. ეპიცენტრში მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5.7 ბალი შეადგინა, სიღრმემ - 88 კმ.
ოდესის მოსახლეობის გარდა, მიწისძვრა უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში, განსაკუთრებით კიევში, დნეპრისპირეთში, მარიუპოლში, ვინიცის ოლქში იგრძნობოდა. მიწისძვრას განმეორებითი ბიძგებიც ახლდა თან.