logo_geo
eng_logo
უკრაინაში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
- +

24 სექტემბერი. 2016. 22:07



23  სექტემბრის ღამეს უკრაინაში მიწისძვრა მოხდა.  „უკრაინა 112"-ის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები ყველაზე მეტად ოდესის ოლქში იგრძნობოდა, სადაც სიმძლავრემ 3-4 ბალი შეადგინა.


მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობდა. ეპიცენტრში მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5.7 ბალი შეადგინა, სიღრმემ - 88 კმ.


ოდესის მოსახლეობის გარდა, მიწისძვრა უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში, განსაკუთრებით კიევში, დნეპრისპირეთში, მარიუპოლში, ვინიცის ოლქში იგრძნობოდა. მიწისძვრას განმეორებითი ბიძგებიც ახლდა თან. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner