logo_geo
eng_logo
მარნეულში სახალხო თეატრების ფესტივალი გაიმართა
- +

24 სექტემბერი. 2016. 22:12



მარნეულის მუნიციპალიტეტი მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს სახალხო თეატრების ფესტივალის  მასპინძლობს.


სახალხო თეატრების ფესტივალის კვირეულის გახსნის ცერემონია კულტურის სახლში გაიმართა, რომელსაც საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.


ფესტივალის გახსნის ცერემონიის შემდეგ, კულტურის ცენტრთან არსებული თეატრალური დასის სპექტაკლის „დაარქვი, რაც   გინდას" პრემიერა გაიმართა,-  გოჩა ხვიჩიას რეჟისორობით, რომელიც  ამავე ფესტივალის კონკურსში ირებს  მონაწილეობას.


ფესტივალში   საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან წარმოდგენილი რვა სახალხო თეატრი მონაწილეობს.


აღსანიშნავია, რომ  ფესტივალს  კონკურსის სახე აქვს, სადაც გამოვლინდება სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები და გადაეცემათ სპეციალური ჯილდები.


ღონისძიება მარნეულის „კულტურის ცენტრის" ინიციატივითა და გამგეობის მხარდაჭერით იმართება.


როგორც ორგანიზატორები აცხადებენ სახალხო ფესტივალების ჩატარება მარნეულში ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს, რაც ხელს შეუწყობს სახალხო თეატრის წახალისებას და პოპულარიზაციას.

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner