ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს პროგრესთან დაკავშირებით სტატუსს და ფოტომასალას აქვეყნებს.
როგორც ყანდიაშვილი წერს, 2012 წლის შემდეგ ქვეყანას ექვსი მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს.
„2012 წლის შემდეგ სახელმწიფოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს მიღწეული უკლებლივ ყველა ექვსი მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეინიშნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და კანონის უზენაესობის ინდიკატორებში. საქართველოს 2012 წლის შემდგომ განვლილი პროგრესის მხრივ: გაეროს წევრ სახელმწიფოებს შორის მეშვიდე ადგილი უკავია და ევროპაში პირველი ადგილი ისეთ სფეროში, როგორიცაა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა". გაეროს წევრთა შორის მეხუთე ადგილი უკავია და ევროპაში პირველი ადგილი ისეთ სფეროში, როგორიცაა „კანონის უზენაესობა". გაეროში მეხუთე ადგილი უკავია და ევროპაში მეორე საშუალოდ ყველა მიმართულების გაუმჯობესების მიხედვით",- წერს ყანდიაშვილი.