logo_geo
eng_logo
რომან ფიფია: დღევანდელი მთავრობის ხელში ბიზნესისთვის ხელშეწყობა გაცილებით დიდია
- +

24 სექტემბერი. 2016. 23:11



ბიზნესმენი რომან ფიფია ტელეკომპანია „იმედის" ეთერში 24 სექტემბრის ეკონომიკურ ფორუმს აფასებს. ფიფიას განცხადებით, ბიზნესს დღევანდელი საქართველოს მთავრობისაგან გაცილებით დიდი ხელშეწყობა აქვს, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს. 


„ბიზნესისთვის ხელშეწყობა დღევანდელი მთავრობის ხელში გაცილებით დიდია.

დახურულ კარს მიღმა ჩვენ ვსაუბრობდით დღევანდელ ვითარებაზე. გამოვთქვი ჩემი მოსაზრება, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ვიმყოფებით და ძალიან მშვიდი გარემოა, რაშიც ყველა დამეთანხმება. ეს ფაქტი კარგი მაჩვენებელია და იმედის მომცემი ხვალინდელი დღისთვის.

საბოლოვო ჯამში ყველა იმაზე შევთანხმდით, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდად, რაც ჩვენს ქვეყანას უდაოდ მოუტანს სტაბილურობას",- განაცხადა ფიფიამ.

 

შეგახსენებთ, რომ 24 სექტემბერს, დილის 11:00 საათზე, ორგანიზაცია „მოქალაქის" ორგანიზებით, სასტუმრო „ქორთიად მარიოტში" ეკონომიკური ფორუმი  „ეკონომიკური განვითარება - მიღწევები და პერსპექტივები" გაიმართა, რომელიც ორგანიზაცია „მოქალაქის"  დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა გახსნა.


ფორუმზე ბიზნესის, პოლიტიკისა და ექსპერტული წრეების ასამდე წარმომადგენელი იყო მიწვეული.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner