ავტორი ანა ფერაძე
„ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა მიხეილ ყაველაშვილმა „რეპორტიორთან" საქართველოში ფეხბურთის და ზოგადად სპორტის განვითარებაზე ისაუბრა.
„ჩვენს გუნდს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეადგენენ. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ადამიანების არჩევანს. ყველას თავისი შეხედულება აქვს. თუ ლევან კობიაშვილმა გადაწყვიტა, რომ მას შესწევს ძალა, ორივე საქმეს ერთად თავი გაართვას, ეს მისი პასუხისმგებლობაა. თუმცა ჩემთვის რთული იქნებოდა ამხელა პასუხისმგებლობის აღება.
ფეხბურთი მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა, დღეს მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა, მაგრამ ჯერ სრულყოფამდე ძალიან შორს ვართ და ბევრი რამეა გასაკეთებელი.
ჯანსაღი ცხოვრების წესი და ფეხბურთი ჩვენი ცხოვრების ნაწილია. სამწუხაროა, რომ დღეს ძალიან ცოტა დრო ეთმობა ჯანსაღი ცხოვრების წესს", - აღნიშნა ყაველაშვილმა.