logo_geo
eng_logo
ალექსანდრე კობაიძე: ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ტიპის ჩანაწერების გამოქვეყნება ხარაკირი იქნებოდა
- +

14 მარტი. 2016. 13:41



„ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე სამართალდამცავ ორგანოებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე დროული რეაგირებისა და საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ კობაიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე განმარტა, რომ თუკი ხელისუფლება დროულად არ გამოიძიებს აღნიშნულ ფაქტს, საზოგადოებაში გაჩნდება ეჭვი, რომ საქმეში სწორედ მათი ხელი ურევია.


„ხელისუფლების მხრიდან ფაქტზე მყისიერი რეაგირება უნდა მოხდეს. შესაბამისად, ძალოვანმა სტრუქტურებმა რაც შეიძლება მალე უნდა გახსნან აღნიშნული საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გაქრება ეჭვი, რომ შესაძლოა ხელისუფლების კონკრეტულ წარმომადგენლებს ჰქონდეთ მიღებული მონაწილეობა ამ ჩანაწერების გამოქვეყნებაში. ამიტომ, აუცილებელია, რომ აღნიშნული საქმე მალე გამოიძიონ.

 

თუმცა, მე მიმაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ტიპის ჩანაწერების გამოქვეყნება ხარაკირი იქნებოდა. არალოგიკურია, რომ მსგავსი ტიპის ქმედებას ჰქონდეს ადგილი", - განაცხადა კობაიძემ. 


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner