logo_geo
eng_logo
ალექსანდრე მეჟევიძე: ვერ მაჩვენებთ ბიზნესმენს, რომელიც იტყვის, რომ საქართველოში ცუდი ბიზნესგარემოა
- +

25 სექტემბერი. 2016. 00:46



„წინა ხელისუფლების დროს ბიზნესზე, რომ წნეხი იყო ყველამ ვიცით", - ამის შესახებ კომპანია „აქსისის" პრეზიდენტმა და დამფუძნებელმა ალექსანდრე მეჟევიძემ ეკონომიკური ფორუმის შემდეგ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ისაუბრა. მეჟევიძის თქმით, დღევანდელი ხელისუფლების მიერ განხორციელებული ცვლილებები ფუნდამენტურია და არა ფასადური.


„რაც დღეს ცვლილებები ხდება მართლაც არის ფუნდამენტური და არა ფასადური. ეს არის მნიშვნელოვანი საძირკველი, რაზეც შემდგომ ჩვენ ყველანი ავაგებთ შენობას. დღეს ყველა ერთ სტანდარტებზე, პრინციპებზე, ფასეულობებზე ვთანხმდებით. ვერ მაჩვენებთ ვერცერთ ბიზნესმენს, რომელიც იტყვის, რომ არის ცუდი ბიზნესგარემო და არ არის გაუმჯობესებული",- განაცხადა მეჟევიძემ.  

 


შეგახსენებთ, 24 სექტემბერს, ორგანიზაცია „მოქალაქის" ორგანიზებით, სასტუმრო „ქორთიად მარიოტში" ეკონომიკური ფორუმი  „ეკონომიკური განვითარება - მიღწევები და პერსპექტივები" გაიმართა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გახსნა.


ფორუმზე ბიზნესის, პოლიტიკისა და ექსპერტული წრეების ასამდე წარმომადგენელი იყო მიწვეული.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner