logo_geo
eng_logo
ჰამლეტ ჭიპაშვილი: ნუ გაგიკვირდებათ, თუ „რესპუბლიკელები“ და „ნაცები“ ერთად მოაწყობენ შეთქმულებას
- +

25 სექტემბერი. 2016. 02:35



პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი დავით ბერძენიშვილის განცხადებას, რომ ივანიშვილი სულ უფრო და უფრო ემსგავსება ასლან აბაშიძეს, აბსურდულ პარალელს უწოდებს. მისი თქმით, ბერძენიშვილები ვერ იტანენ ასლან აბაშიძეს. „ასლან აბაშიძეს ძმები ბერძენიშვილების „კაგებეს" აგენტობის რამდენიმეტომიანი საქმე ჰქონდა!" - ამბობს ჰამლეტ ჭიპაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში.


„ასლან აბაშიძეს, მართალია, ჰქონდა გადახრები ერთპიროვნულობისაკენ, მაგრამ ის თხემით ტერფამდე პატრიოტი კაცია! ასლანი, ბოლოს და ბოლოს, მემედ აბაშიძის შვილიშვილია - იმ ოჯახის წარმომადგენელი, სიცოცხლე რომ არ დაუშურებია სამშობლოსათვის!

 

ასლანმა თავის დროზე გადაარჩინა ქართველი ინტელიგენცია, როდესაც აჭარაში სასათბურე პირობები შეუქმნა! ჩემი თვალით მყავს ნანახი ის უზარმაზარი ამალები, თბილისიდან ბათუმში რომ დაიარებოდნენ! ასლანი მათ არა მხოლოდ სპექტაკლებს უფინანსებდა, ჰონორარებს უხდიდა, არამედ ისედაც ეხმარებოდა ფულით! თუმცა, შემდეგ ყველამ გაყიდა!

 

მე გეტყვით, რატომ სძულთ ასე ბერძენიშვილებს ასლანი: ასლან აბაშიძეს ძმები ბერძენიშვილების „კაგებეს" აგენტობის რამდენიმეტომიანი საქმე ჰქონდა! ერთხელ მეც მაჩვენა - წაიკითხე, ესენი ვინ არინო! გადავავლე თვალი და, ბოდიში და, კინაღამ გული ამერია! აი, ამიტომაც სძულთ ბერძენიშვილებს ასლანი!

 

და სხვათაშორის, ეს რესპუბლიკელებიც ნაცებზე არანაკლები „პროოსმალისტები" არიან! გაიხსენეთ, როგორ თავგანწირვით დაუჭრეს მხარი რესპუბლიკელებმა ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას და როგორ გვიმტკიცებდნენ, სულეიმანი კეთილი სულთანი იყოო!

 

ასე რომ, დავით ბერძენიშვილი (რომელიც ასევე კენჭს იყრის აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე) და მისი პარტია ნაცების „სულიერი ძმები" არიან! ჰოდა, ნუ გაგიკვირდებათ, თუ აჭარაში რესპუბლიკელები და ნაცები ერთობლივად მოაწყობენ ანტისახელმწიფოებრივ შეთქმულებას", - განაცხადა ჰამლეტ ჭიპაშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner