„ასე აფასებს ამერიკა ბიძინა ივანიშვილს!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია წერს და აქვე ამერიკული ჟურნალის Foreign Affairs-ის მიერ გავრცელებული სტატიიდან ნაწყვეტს აქვეყნებს:
„ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობა მხოლოდ 1 წელს გაგრძელდა, 2013 წლის ნოემბერში მან ეს პოსტი თავის უმცროს მოკავშირეს დაუთმო. მიუხედავად იმისა, რომ იგი სახელმწიფო თანამდებობაზე აღარაა, მრავალი ქართველისთვის ის რჩება პოლიტიკოსად, რომელმაც ქვეყანა გადაარჩინა", - ნათქვამია სტატიაში.