მწერალი, უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის" შესახებ სტატუსს აქვეყნებს.
„ნაცისტების პარტია თუნდაც იმიტომ უნდა ჩაირეცხოს მთლიანად ქართული პოლიტიკური ლანდშაფტიდან რომ ბაკურ კიღურაძის სრულიად უკანონო დაპატიმრებაზეა პასუხისმგებელი 2010 წელს. ბაკურ კიღურაძის ძალიან საეჭვო დაპატიმრებას წინ უძღოდა საერთაშორისო პენ კლუბის საერთაშორისო მდივნის, ნორვეგიელი მწერლის იუჯინ შულგინის ჩამოსვლა საქართველოში, 2010 წლის ივლისის დასაწყისში. მას მთავარი მასპინძლობა სწორედაც რომ გამომცემლობა 'სიესტამ' და ბაკურ კიღურაძემ გაუწიეს. კარგად მახსოვს რომ ქართველი მწერლები რამდენჯერმე შეხვდნენ მსოფლიო პენ კლუბის საერთაშორისო მდივანს. და ბატონი შულგინის წასვლიდან 3 თუ 4 დღეში ბაკურ კიღურაძე დაიჭირეს სრულიად გამაოგნებელი ბრალდებებით, რომელთა სერიოზულად დამტკიცებაზე არავის არც უფიქრია. მისი ოჯახის წევრებიც მასთან ერთად პრაქტიკულად აწამეს. ქართველ მწერლებში კი დაიწყო ფსიქოლოგიური ტერორის კამპანია. მაშინდელი მინისტრი რურუას და მისი ახლობელი 'ძალოვანი' ამფსონის, მამუკა ხერხეულიძის მეშვეობით პენ კლუბის სახელზე დაიწერა ნახევრად ანონიმური წერილი, სადაც ნაირა გელაშვილი და მე გამოვცხადდით 'ექტრემისტ მწერლებად' - დაიწყო აგრეთვე მწერლების მოწამვლა რატი ამაღლობელის წინააღმეგ. ეს ფაქტები სულ ახლახანს მოხდა - ამ საშინელი ტერორის იარები ჯერ კიდევ არ არის მოშუშებული - და საოცარია, როგორ შეიძლება ასეთი ადამიანების პარლამენტში არჩევა? და რატომ არის რომ ამ ტერორის კამპანიის ერთ-ერთ ლიდერს ამდენი პლაკატი აქვს გამოკრული მთაწმინდის რაიონში და მის კონკურენტ სალომე ზურაბიშვილს ამის საშუალება არ აქვს. რა იყო ტერორს და ძალადობას ვაბრუნებთ ქვეყანაში?",- წერს კაკაბაძე.