მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის საჯარო პირებზე სისტემურ მიყურადებას ანხორციელებდა.
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში ნაცვლიშვილმა განაცხადა, ასევე მოსამართლეებიც ხშირ შემთხვევაში ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდნენ.
„ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის საჯარო პირებზე სისტემურად მიყურადებას ანხორციელებდა, რათა მათზე პოლიტიკური მანიპულაცია მოეხდინა. იქ ამ ფაილების კრიტიკული მასა დაგროვდა და ხელისუფლებიდან მათი ჩამოშორების შემდეგ, როდესაც მათ აღარ ჰქონდათ სახელისუფლებო ბერკეტები ამ მასალებით შანტაჟი დაიწყეს.
ეს ხალხი ყველა ვინც გაქცეული არ იქნა დააპატიმრეს, სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნენ მიცემულნი და გასამართლებულნი.
ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც იმ წუთას იდენდა დანაშაულს მასზე შემოვიდა ინფორმაცია. დავიწყეთ მის მიმართ გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელება და კანონით მოვიპოვეთ მტკიცებულება. ეს მატერიალური მტკიცებულება მივიტანეთ მოსამართლესთან, დავუდეთ მაგიდაზე და მან მოსამართლემ, არც გვარს ვიტყვი, არც ქეისს, რადგან კანონით ამის უფლება არ მაქვს უკანონოდ, დაუსაბუთებლად სცნო გადაუდებლობა ამ ღონისძიებისა, როცა შედეგიც იყო. ეს და სხვა ასეთი გარემოებები ხშირ შემთხვევაში ეფექტურობას პროკურატურისას დაბლა სწევდა. სასამართლოს საბოტაჟს ეწეოდნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები.
მოსამართლეებს ჩაუნერგეს, რომ ეხლა თუ ჩვენ დაგვიჭერენ, მერე მოგადგებიან თქვენ",- განაცახადა ნაცვლიშვილმა.