logo_geo
eng_logo
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს სლოვაკი ვლადიმირ ვაისი უხელმძღვანელებს
- +

14 მარტი. 2016. 13:44



საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს სლოვაკი ვლადიმირ ვაისი უხელმძღვანელებს. მან საქრთველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 


ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის განცხადებით საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანაზაღაურებას საბონუსო სისტემით მიიღებს.


„ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, გვეპოვა მწვრთნელი, რომელსაც  სანაკრებო დონეზე ჰქონდა გამოცდილება. პირველი მწვრთნლი იქნება ბატონი ვლადიმირ ვაისი, რომელსაც სხვა ნაკრებთან უმუშავია. ჩვენი ქვეყნის პირველი ნაკრების ყოფილი  მწვრთნელებიდან ასეთი გამოცდილება არავის ჰქონია. ვაისის მთავარ შედეგად სლოვაკეთის მსოფლიო ჩემპიოანატზე გაყვანა შეგვიძლია დავასახელოთ.  ხაზი მინდა გავუსვა ხელშეკრულების ფორმასაც - პირველად ხდება, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იქნება საბონუსე სისტემაზე", -  განაცხადა კობიაშვილმა პრესკონფერენციაზე.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner