logo_geo
eng_logo
გიორგი აბდალაძე მაია ორჯონიკიძეს: თქვენისთანა ნაგვის ხროვებს 8 ოქტომბერს გავიტანთ!
- +

25 სექტემბერი. 2016. 04:23


 

„თქვენ და თქვენნაირმა ნაგვის ხროვამ, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა"  უდანაშაულო ადამიანებთან ერთად ციხეში მაწამეს",- ამ სიტყვებით  ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ  „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერ მაია ორჯონიკიძეს მიმართა.  

 

აბდალაძის განცხადებით, 8 ოქტომბერს არჩევნებზე ყველა საქართველოს მოქალაქე უნდა მივიდეს და „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ მისცენ ხმა.

 

„დემოკრატიაზე თავი მოგაქვთ. თქვენ და თქვენნაირმა ნაგვის ხროვამ, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა"  უდანაშაულო ადამიანებთან ერთად ციხეში მაწამეს. ბრალი წამიყენეს ჯაშუშობაში.

ყველა ადამიანი უნდა მივიდეს არჩევნებზე და 2012 წელს დაწყებული საქმე უნდა დაასრულოს. ყველამ „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ უნდა მისცეს ხმა",- განაცხადა აბდალაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner