logo_geo
eng_logo
გოჩა ენუქიძე: ვალდებულნი ვართ, დავიცვათ შშმ პირთა ინტერესები და მათი უფლებები
- +

25 სექტემბერი. 2016. 11:44



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატობის კანიდატი გოჩა ენუქიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.


მაჟორიტარობის კანდიდატი ამჯერად ქალაქ ონის მოსახლეობას შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო. ინფრასტუქტურულ პროექტებზე საუბრისას, გოჩა ენუქიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თითოეული მათგანი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.

 

„ჩვენ ვალდებული ვართ, დავიცვათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტერესები, მათი უფლებები, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა ითვალისწინებდეს მათ ჩართულობას. ადაპტირებული გარემო და სწორად დაგეგმილი პროექტები უზრუნველყოფენ შშმ პირების უკეთეს პირობებში ცხოვრებას", - აღნიშნა გოჩა ენუქიძემ შეხვედრისას.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner