logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბექა ნაცვლიშვილი ომის ვეტერანებს შეხვდა
- +

25 სექტემბერი. 2016. 11:47


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბექა ნაცვლიშვილი ომის ვეტერანებს შეხვდა. კანდიდატმა შეხვედრაზე ვეტერანების პრობლემებზე ისაუბრა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო. მისი თქმით, გაუფორმებელი საცხოვრებელი ბინები ვეტერანების მთავარი პრობლემაა, რის მოგვარებასაც ნაცვლიშვილი გამარჯვების შემთხვევაში შეეცდება.


„დღეისთვის გვყავს ომის 1800-მდე მონაწილე და 500-მდე ის მოქალაქე, რომელსაც მარჩენალ-დაკარგულის სტატუსი აქვს. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ამ ადამიანებისთვის ყველაფერს გააკეთებს რომ მათი მდგომარეობა რამენაირად შევამსუბუქოთ", - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.



 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner